გურჯაანში, კორონავირუსის შემთხვევის გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დაიხურა. კოვიდ-19 ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს, გუშინ დაუდასტურდა.
თანამშრომელთნ კონტაქტში მყოფი ყველა პირი, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი, თავად ცენტრი, კი დისტანციურ რეჟიმში მუშაობს.
ჯანდაცვის ცენტრის დახურვის ფაქტზე, კომენტარი არ გააკეთეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა, სატელეფონო შეტყობინებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში გადაგვამისამართა.თავად ცენტრში, მესამე დღეა, რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, კომენტარი არ კეთდება.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











