გურჯაანში, ცხრა აპრილის ქუჩაზე, ერთი-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადავარდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსში გადაიყვანა.
საავადმყოფოს დირექტორის, გელა ორველაშვილის ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომაროება კრიტიკულია.
ექიმის განცხადებით, მცირეწლოვანს ელენთა და თირკმელი ამოაცალეს და შემდეგ გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ, პაციენტი, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











