fbpx
11/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გურჯაანში მომხდარი გარჩევის დროს დაჭრილი ე.წ.კრიმინალური ავტორიტეტი საავადმყოფოდან გაწერეს

16:42 March 27, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
942
ნახვა

გურჯაანში მომხდარი შეიარაღებული გარჩევის დროს დაჭრილი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი საავადმყოფოდან გაწერეს.

სოფელ ჩუმლაყში დაჭრილი მალხაზ ბადუაშვილი მკურნალობას სახლის პირობებში გააგრძელებს. კრიმინალურ ავტორიტეტს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული და შესაბამისი ოპერაცია გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში ჩაუტარეს.

კლინიკის დირექტორის, გელა ორველაშვილის განმარტებით, დაჭრილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლეოდა საშუალებას, რომ სახლში გაგვეწერა. ექიმის მეთვალყურეობით გააგრძელებს მკურნალობას. მეორე დაჭრილი ჯერ საავადმყოფოში რჩება, მესამე კი სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს, რადგან თვალი ჰქონდა დაზიანებული“,- განაცხადა ორველაშვილმა.

შეგახსენებთ, მალხაზ ბადუაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 25 მარტს, გამთენიისას, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. სროლის დროს გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა კიდევ ორი მამაკაცი, რომლებიც სამეგრელოს რეგიონიდან, კახეთში სოფლის მეურნეობის სამუშაოებზე ჩასული პირები არიან.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა 16 წლის წინ მომხდარ ფაქტს უკავშირდება, როცა ბადუაშვილმა, მომხდარ ფაქტზე დაკავებული ორი პირის ახლო ნათესავი, განზრახ მოკლა.

ბადუაშვილის სახელს უკავშირდება გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის მიმართ განხორციელებული რამდენიმე გასროლაც, როცა დაუდგენელმა პირმა, კრიმინალური ავტორიტეტის სამკურნალო პალატა დაცხრილა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე, 19, 109- ე და 236 – მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა- შენახვას გულისხმობს.

ერთი პირის მკვლელობისა და სამი ადამიანის დაჭრისთვის დაკავებული ორი მამაკაცი დააკავეს.

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი 

თეგები: გურჯაანიმკვლელობა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქალი მოკლეს

January 30, 2022
772
მთავარი ამბავი

ხელვაჩაურში მამაკაცმა ცოლ-შვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

December 9, 2021
856
სამართალი

ერთი ძმის მკვლელობისთვის და მეორე ძმის დაჭრისთვის სამართალდამცველებმა თბილისში ბრალდებული დააკავეს

October 17, 2021
845

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია