გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, გუშინ, საღამოს, საკუთარ სახლში, 53 წლამდე ასაკის მამაკაცი, გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი, სახლში, მამაკაცის დამ ნახა.
სოფელ ჩუმლაყში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის, ზაზა რუაძის ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო, მიზეზად, გულის შეტევა დასახელდა.
„გარდაცვლილს სხეულზე არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა. ადგილზე იყო უკვე პოლიცია და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები განახორციელა. ის მარტო ცხოვრობდა და ვარაუდობენ, რომ დაახლოებით, ხუთი დღის გარდაცვლილია“, – განაცხადა რუაძემ.
მამაკაცის გარდაცვალების მიზეზს გამოძიება დაადგენს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











