“ისევე, როგორც ყველას, ძალიან მსურს ვიხილო, რა რეკომენდაციები მოვა ვენეციის კომისიისგან, მაგრამ ძალიან კარგ ნიშნად ვთვლი იმას, რომ გვაქვს კანონპროექტი, რომელიც ერთობლივად შემუშავდა სხვადასხვა პარტიის, 19 აპრილის შეთანხმების მხარეების მიერ”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა.
„ეს არის ძალიან კარგი სიგნალი იმისა, რომ მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შემდეგ იქნება იმის შესაძლებლობა, რომ დისკუსიები პარლამენტში გაგრძელდეს,“- აღნიშნა ელჩმა.









