fbpx
09/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდი გოჩა ლორთქიფანიძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

10:21 February 14, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
826
ნახვა

იუსტიციის მინისტრ გოჩა ლორთქიფანიძის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის (TFV) დირექტორთა საბჭოს წევრობიდან გადადგომას, ფონდი სპეციალური განცხადებით ეხმაურება. გადადგომის მიზეზი გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ არჩევაა.

“პრაიმტაიმნიუსი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„აღსანიშნავია, რომ ალ მაჰდის საქმეზე მან მონაწილეობა მიიღო ინდივიდუალური კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით 662 ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღებაში.

გაწეული საქმიანობისათვის გოჩა ლორთქიფანიძეს მადლობა გადაუხადა TFV-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მამა კოტე დუმბიამ. „ICC-ის მოსამართლედ არჩევა და მოსამართლის თანამდებობა მისთვის პრივილეგია და შესაძლებლობაა, გააგრძელოს ბრძოლა დაუსჯელობის წინააღმდეგ და კანონის უზენაესობის განხორციელებისთვის. ჩვენ ველით, რომ გოჩა ლორთქიფანიძე ახალ თანამდებობაზე, ასევე, ყველაფერს გააკეთებს, რათა მსხვერპლთა პრობლემები… კვლავ დარჩეს რომის წესდების სისტემის ყურადღების ცენტრში“, – აცხადებს TFV-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

გოჩა ლორთქიფანიძეს მოსამართლედ არჩევას ულოცავს TFV-ის აღმასრულებელი დირექტორი პიტერ დე ბაანიც. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აფასებს ფონდის საქმიანობაში გოჩა ლორთქიფანიძის ჩართულობას, გამჭრიახ ხელმძღვანელობას და რეკომენდაციებს.

როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, მისთვის დიდი პატივი იყო დაზარალებულთა ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრობა: „ჩვენ თავდადებით ვმუშაობდით მსხვერპლთა დასახმარებლად და მათი ინტერესებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ახალი თანამდებობა განაპირობებს [დირექტორატის წევრობიდან] გადადგომას, აქ შეძენილი დიდი გამოცდილება დამეხმარება ჰააგის სასამართლოს მოსამართლის მოვალეობის შესრულებაში“.

გოჩა ლორთქიფანიძე TFV-ის საბჭოს წევრად 2018 წლის დეკემბერში სამი წლის ვადით 123 სახელმწიფოს წარმომადგენლების მხარდაჭერით აირჩიეს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც TFV-ის დირექტორატში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს საქართველოდან არჩეული კანდიდატი წარმოადგენდა. გოჩა ლორთქიფანიძეს დიდი წვლილი მიუძღვის ისეთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებაში, რიგორიცაა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის პროგრამის დაწყება. პროექტი 600 000 ევროს მოცულობისაა და 3 წელს გაგრძელდება. პროგრამა ითვალისწინებს სამედიცინო მკურნალობას, მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და სხვა სახის მხარდაჭერას. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება დაზარალებულთა ფონდის მიერ საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და აგვისტოს ომის დროს დაზარალებულებთან კონსულტაციების შემდეგ”,- აღნიშნულია განცხადებაში.

თეგები: გოჩა ლორთქიფანიძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

რუსეთი სტრასბუგის სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის გადახდაზე უარს აღარ აცხადებს – გოჩა ლორთქიფანიძე

February 8, 2021
901
მსოფლიო

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ფუნდამენტურად შეცვალა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოწესრიგების ლანდშაფტი – ლორთქიფანიძე

February 8, 2021
844
საზოგადოება

ჩატარებული 6654 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 113 პატიმარს გამოუვლინდა

January 26, 2021
795

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია