დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ვაქცინები, შესაძლოა, კოვიდის ახალი ვარიანტების მიმართ ნაკლებ ეფექტური იყოს.
ინფორმაციას ამის შესახებ bloomberg-ი ავრცელებს.
მეთ ჰენკოკმა აღნიშნა, რომ აუცილებელია საზღვარზე კონტროლის გაძლიერება.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად არსებობს კოვიდის ბრიტანული, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული ვარიანტები.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში აღმოჩენილი კოვიდის ვარიანტი, შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელი იყოს.











