ჰონდურასმა კორონავირუსის რუსული ვაქცინა, Sputnik V საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, ჰონდურასი 36-ე ქვეყანაა, რომელმაც რუსული ვაქცინა დაამტკიცა.
პანდემიის დაწყებიდან ჰონდურასში კორონავირუსის 167,494 შემთხვევა დადასტურდა. ვირუსს 4,076 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 64,988-ს შეადგენს.











