ჰონგ-კონგი კორონავირუსის ახალი შემთხვევების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
კერძოდ, 18 თებერვლიდან ჰონგ-კონგში გაიხსნება სპორტული დარბაზები და გასართობი ცენტრები.
რესტორნებს მიტანის სერვისის შეთავაზება მომხმარებლისთვის საღამოს 10 საათამდე შეეძლებათ. ასევე, გაიხსნება სილამაზის სალონები და კინოთეატრები.











