კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო ჰონკ-კონგი შეზღუდვებს ამკაცრებს.
ქვეყანაში რესტორნებისთვის საღამოს 6 საათიდან კომენდანტის საათი ცხადდება. ასევე, იკეტება სპორტული დარბაზები, სილამაზის სალონები.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჰონკ-კონგში კორონავირუსის 6,900 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 112 ადამიანი.











