იაპონიამ Pfizer-ის ვაქცინის საყიდლად, კონტრაქტი გააფორმა. სახელმწიფო, შეძენილი ვაქცინით მოსახლეობის ნახევრის აცრას, მიმდინარე წლის ივლისისთვის გეგმავს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მოლაპარაკება 144 მილიონ დოზას ეხებოდა, რომლითაც ქვეყნის 125 მილიონი მაცხოვრებლიდან დაახლოებით, 72 მილიონი აიცრება.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, Worldometer-ის მიხედვით, იაპონიაში პანდემიის დაწყებიდან, სულ 334 328 ადამიანი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელდა – 257 719, ხოლო ვირუსის გამო გარდაიცვალა – 4 548.











