აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას. აზერბაიჯანსა და საქართველოს მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს, რომელსაც ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. მე მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პროდუქტიული თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობები დინამიურად გაგრძელდება და გაფართოვდება.
ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში მეგობრული ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია მილოცვაში.











