საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ცნობილ მომღერალს, ლოტბარს და კომპოზიტორს ანზორ ერქომაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს.
ილია მეორეს მისალოც წერილს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„დიდ მამულიშვილს, ჩვენი იდენტობის დიდ დამცველს, ქართული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის დიდ შემომკრებსა და პოპულარიზატორს, ბატონ ანზორ ერქომაიშვილს გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ახლაც ვიტყვით, რომ არა მარტო ბატონი ანზორის, საერთოდ, ერქომაიშვილების გვარის ღვაწლი ამ მხრივ ფასდაუდებელია.
ღმერთმა წყალობითა თვისითა აღავსოს იგი და დალოცოს მისი ოჯახი.
ღრმა პატივისცემითა და ქრისტესმიერი სიყვარულით,
სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი ილია II“, – ნათქვამია მილოცვაში.











