დაკარგულ ილია ფილფანს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარითაც ეძებენ. მოზარდის შესახებ ინფორმაცია ინტერპოლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ცნობისთვის, ილია ფილფანი 18 ივლისს დილით სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. მისი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.










