SpaceX-ისა და Tesla-ს მფლობელმა ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაიბრუნა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერთა სიაში ის კვლავ პირველ ადგილზეა.
ილონ მასკმა პირველი ადგილი მას შემდეგ დაიბრუნა, რაც მისმა დაარსებულმა სარაკეტო კომპანიამ პროექტზე დაფინანსება მიიღო.
ბიზნესმენის ქონება დღეისათვის 199,9 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ილონ მასკმა „ამაზონის“ დამაარსებელს, ჯეფ ბეზოსს გაუსწრო, რომელიც ამჟამად რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. დღეისთვის ჯეფ ბეზოსის ქონება 194,2 მილიარდი დოლარით განისაზღვრება.











