საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით შეეძლებათ, რამდენიმე ქვეყანა ემატტება. ამის შესახებ საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით შეეძლებათ, ემატება იაპონია, კანადა, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა და ომანი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, შეზღუდვების შემსუბუქებასთან მიმართებაში ინარჩუნებს თანმიმდევრულ და ფრთხილ მიდგომას, რათა ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენას და მეორე მხრივ, თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება. კიდევ ერთხელ მივმართავთ მოქალაქეებს, დაიცვან მოქმედი რეგულაციები, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რაც, ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.











