fbpx
07/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

იმის მტკიცება, რომ კოდექსის საფუძველზე ართმევენ ოჯახებს შვილებს, სიცრუის გავრცელებაა – სოფო კილაძე

20:18 August 8, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
910
ნახვა

ბავშვის კოდექსი 1-ლი სექტემბრიდან შედის ძალაში. იმის მტკიცება, რომ კოდექსის საფუძველზე ართმევენ ოჯახებს შვილებს – არის სიცრუის გავრცელება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს.

მისი თქმით, ყველა ბავშვის უფლებაა, აღიზარდოს საკუთარ ოჯახში, საკუთარ მშობლებთან, რადგან არსად ისეთი ბედნიერი არ არის ბავშვი, როგორც თავის ოჯახში.

„სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ოჯახს და გააძლიეროს ის, თუ რაიმე პრობლემა არსებობს. ეს არის ბავშვის უფლებათა კოდექსის მიდგომა.

ბავშვის კოდექსი 1-ლი სექტემბრიდან შედის ძალაში. იმის მტკიცება, რომ კოდექსის საფუძველზე ართმევენ ოჯახებს შვილებს – არის სიცრუის გავრცელება.

კოდექსის მიხედვით, მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტს ბავშვის ოჯახიდან განცალკევების საკითხს და არა სოციალური მუშაკი, როგორც ეს დღეს მოქმედი კანონითაა განსაზღვრული.

კოდექსის მიხედვით, აკრძალულია ბავშვის განცალკევება ოჯახიდან მხოლოდ სიღარიბის გამო. ღარიბი და ბედნიერი ოჯახი ბევრი მინახავს.

კოდექსის მიდგომა და მთავარი ღერძია ოჯახების გაძლიერება. მაგალითად, თუ მცირეწლოვანი ბავშვი არის მუდმივად მოუვლელი, დღეების მანძილზე უყურადღებოდ მარტო მიტოვებული და არის საფრთხეში, რომ რამე შეიძლება დაემართოს ნებისმიერ დროს, მისი აკადემიური მოსწრება არის ძალიან დაბალი, მშობლები არიან ნარკოტიკებზე ან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულები, კოდექსის მიხედვით, ერთვება სახელმწიფოს მულტიდისციპლინური ჯგუფი.

ამ ჯგუფის ფუნქცია არის, გააძლიეროს ოჯახი. ამ ჯგუფმა შესაძლებელია შესთავაზოს მშობლებს დასაქმების ან პროფესიული გადამზადების შესაძლებლობა, გარკვეული ფულადი დახმარება ფეხზე დადგომამდე, მისი როგორც მშობლის მოვალეობის გაცნობიერებაში დახმარება, რომ ბავშვს ზრუნვა სჭირდება და არ შეიძლება მცირეწლოვანი ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება, ფსიქოლოგიური დახმარება, ნარკოტიკებისა და აზარტული თამაშების რეაბილიტაციის პროგრამებში მშობლების ჩართვა, ბავშვის ჩართვა სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო თუ სპორტულ წრეებში და ა.შ.

ვფიქრობ, სამინისტრო გააკეთებს კომენტარს ბოლო რამდენიმე გახმაურებულ შემთხვევაზე. ხარვეზის გამოკვეთის შემთხვევაში, სახელმწიფოს სათანადო რეაგირება აუცილებლად ექნება.

სამწუხაროა, რომ ერთი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც ფულს უხდიან ტალახის სროლაში, ცდილობს საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანას. წინასაარჩევნო პერიოდია და კარგად გვესმის რაც ხდება. დაინტერესებულ და ობიექტურ პირებს ვურჩევ, კოდექსი წაიკითხონ და თავად დარწმუნდნენ, ვინ ავრცელებს მიზანმიმართულად არასწორ ინფორმაციას“, – აცხადებს კილაძე.

თეგები: ბავშვთა კოდექსისოფო კილაძე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

მშლობლის უფლებაა სცემოს ბავშვი – ვახტანგ მეგრელიშვილი

May 28, 2021
805
რეგიონები

გიორგი სახოკიამ გურიაში სახალხო დამცველის მოადგილესთან ბავშვთა შრომითი მიგრაციისა და რეგიონში არსებულ სოციალური მდგომარეობა განიხილა

February 23, 2021
801
საზოგადოება

სოფო კილაძე გაერო-ს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს

November 25, 2020
771

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია