უნდა ვეცადოთ, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ადამიანებში მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია გავავრცელოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვაში“ განაცხადა.
„კოვიდის პანდემიას ინფოდემიაც მოჰყვა, რამაც არა მარტო ჩვენი მოსახლეობის ნაწილზე იმოქმედა, არამედ იმ ქვეყნებზეც, სადაც აცრებისადმი დამოკიდებულება გაცილებით უკეთესი იყო და სკეპტიკოსები გაცილებით ცოტა იყვნენ. რას ვიზამთ?! სამწუხაროდ, ადამიანები ექცევიან ხოლმე კონსპირაციული თეორიების გავლენის ქვეშ. ამაზე პროპაგანდაც მუშაობს და დამტკიცებულიც იყო, რომ ამაზე ტროლების ფაბრიკებიც მუშაობენ, რათა მოსახლეობაში განხეთქილება ჩამოაგდონ.
თქვენ ჩემი „ფეისბუქი“ უნდა ნახოთ, რა ამბავია – მთელი ეს ბაკქანალია ტრიალებს; ზოგიერთი უზრდელობს კიდეც, მაგრამ რას იზამ, ადამიანები არიან, ზოგი შეცდომაშია შეყვანილი, ზოგს კი დავალება აქვს, ეს გააკეთოს“, – განაცხადა იმნაძემ.











