დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სპორტული დარბაზების გახსნას ალბათ კიდევ ცოტა დრო დასჭირდება.
ამასთან, განმარტა თუ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული სპორტული დარბაზების გახსნა.
მისი თქმით დარბაზები მას შემდეგ გაიხსნება, რაც შეზღუდვების მოხსნის წინა ეტაპების შედეგები გახდება ნათელი.
„რა თქმა უნდა, ისინიც გაიხსნება, მაგრამ ალბათ კიდევ ცოტა დრო დასჭირდება. ჯერ ამდენი რამ გაიხსნა და შედეგები ვნახოთ ჯერ და შემდეგ ესეც გაიხსნება. იქ ადამიანები ჭადრაკის სათამაშოდ ხომ არ შედიან. ძლიერი ფიზიკური დატვირთვა აქვთ და ნიღბებით ხომ ვერ იქნებიან, არა? იქ ადამიანები ინტენსიურად ვარჯიშობენ. ინტენსიური ვარჯიშის დროს ინტენსიურად გამოიყოფა ადამიანისგან ჰაერის ნაკადები“, – განმარტა პაატა იმნაძემ.











