ირაკლი კობახიძე საქართველოში აფერისტად ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ირაკლი კობახიძე ჩამოყალიბდა საქართველოში ცნობილ მხოლოდ აფერისტად კი არა, არამედ აფერისტად! მან გადასარევად იცის, რომ ჩვენ-საქართველოს პატრიოტები არასდროს ვმონაწილეობდით და არ ვმონაწილეობთ სააკაშვილ-ბოკერიას ირგვლივ გაერთიანებული პარტიების ფორმატში, მილიონჯერ ვთქვით და დავამტკიცეთ ეს, მაგრამ მაინც სამარცხვინოდ ცრუობს! და ცდილობს სააკაშვილს და ბოკერიას მიგვაკეროს, არადა, თვითონაა მათი მოკავშირე. ასეთი აфერისტები, როგორც წესი, კარიერას მათთვის ძალზედ სამწუხაროდ ამთავრებენ ხოლმე, კობახიძესაც ასე მოუწევს.
“ქართულ ოცნების” ჯანსაღ ნაწილს გეკითხებით: ეს აფერისტი თქვენს დირექტორად როგორ დაინიშნეთ“, – წერს ირმა ინაშვილი.
ირაკლი კობახიძემ 17 ივნისს თქვა, რომ პოლიტიკური ძალები ერთად სხედან და ერთი მიზანი აქვთ როგორმე შეცვალონ ხელისუფლება.
„ქვეყნის შიგნით არიან ძალები. ცოტა ხნის წინ ციხიდან გამოვიდა საპრეზიდენტო აქტით “გრუ”-ს აგენტი, რომელიც დღეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ევროპულ საქართველოსთან“ და სხვა ე.წ. დასავლურ ძალებთან ერთად ზის მოლაპარაკების მაგიდასთან.
ამაში ირაკლი ოქრუაშვილს ვგულისხმობ, მაგრამ იქ არის ბურჯანაძე, გუბაზ სანიკიძე, შალვა ნათელაშვილი და სხვები, რომლებსაც არაერთხელ გაუკეთებიათ პრორუსული და ანტიდასავლური განცხადებები.
დღეს ეს პოლიტიკური ძალები ერთად სხედან და ერთი მიზანი აქვთ როგორმე შეცვალონ ხელისუფლება, ანუ პირდაპირ რუსული კვალი, ძალა იკვეთება იმ ოპოზიციაში, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბება.
რაც შეეხება, თავდ ირმა ინაშვილს, მან თქვა, რომ ოპოზიციის მაგიდასთან არ დაჯდება. რადგან ისინი სხვა პლანეტაზე არიან.











