საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ინდოეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრ გაუარესებას ეხმაურება და ინდოელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.
„ინდოელი ხალხი ძლიერი და შეუპოვარია. რაც ახლა COVID-ის ინფექციების ახალ ტალღასთან დაკავშირებით ხდება, ტრაგედიაა და სოლიდარობის ნიშნად, საქართველო ინდოეთის გვერდით დგას. თქვენზე ვფიქრობთ. ამ სიტუაციიდან ყველანი ახალი იმედით და ახალი ძალით გამოვალთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
The people of #India is strong and resilient. What is happening right now, with a new surge of COVID infections, is a tragedy and #Georgia stands in solidarity. We keep you in our minds, but we will all come out of this with new hope and new strength
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) April 26, 2021
ცნობისთვის, ინდოეთში უკვე მეხუთე დღეა, რაც კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება.











