ინდოეთის მთავრობამ სოციალურ ქსელ Twitter-ს პლატფორმიდან ისეთი პოსტების წაშლა სთხოვა, რომლებიც ხელისუფლების პანდემიაზე რეაგირებას აკრიტიკებდნენ. ამან ინდოეთის მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
Twitter-ის სპიკერის განცხადებით, ზოგიერთი კრიტიკული მასალა მართლაც დაიბლოკა.
სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ინდოეთის მთავრობა დაადანაშაულა, რომ იმაში, რომ Twitter-ის წაკითხვის ნაცვლად, ჟანგბადის ბალონები არ მოიმარაგა.
შეგახსენებთ, რომ ინდოეთში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ქვეყანაში ჟანგბადის ბალონებისა და მედიკამენტების დეფიციტია.











