ინდოეთში, საკარანტინო სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყავნეს. სამართალდამცველების განცხადებით, ხანძარი კონტროლს ექვემდებარება .
ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებები მიმდინარეობს.











