ინგლისში კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზა 2,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე გაიკეთა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, 25 მილიონი ადამიანი ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა.
ქვეყნის მთავრობის თქმით, მათი მთავარი მიზანია 15 აპრილამდე ვაქცინის ერთი დოზა რისკ-ჯგუფში მყოფ ყველა ადამიანს მაინც ჰქონდეს გაკეთებული.











