ინგლისში სკოლები გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
მოსწავლეები სკოლაში იანვრის შემდეგ პირველად დაბრუნდებიან. ქვეყნის მთავრობამ, მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის პარალელურად, შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.
5-11 წლამდე ბავშვები საკლასო ოთახებს მიმდინარე კვირას დაბრუნდებიან, ხოლო 11-18 ასაკის მოსწავლეები სასწავლო გარემოს მომავალი კვირიდან დაუბრუნდებიან.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინგლისში კორონავირუსის 4,218,520 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 124,501 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3,199,565-ს შეადგენს.











