თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში უარყოფენ ინფორმაციას, რომ „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე მკურნალობას მათთან გადის.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის საავადმყოფოში თავისუფალი ადგილები არ არის და შესაბამისად, ახალ პაციენტებსაც ვერ დაამატებენ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მამუკა ხაზარაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე განაცხადა, რომ ექიმების რეკომენდაციით მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გააგრძელებს.
ლელოს პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, სად იმყოფება ამ წუთებში მათი ლიდერი.
ტემპერატურამ 40 გრადუსამდე ამიწია – მამუკა ხაზარაძის მდგომარეობა დამძიმდა











