ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგეს, მაია ზალდასტანიშვილს პირველადი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
ის კლინიკაში, იზოლაციაში რჩება და საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს, რის შემდეგაც კლინიკას დატოვებს.
„პირველად მოწყვლადი ჯგუფები აიცრებიან, უამრავი მედიკოსია ინფიცირებული და დღეს მე მგონი, მეც შევუერთდი მათ რიცხვს. სიმპტომები მაქვს და მე როგორც ვიცი, წინასწარი ტესტის პასუხი დადებითია და ვნახოთ.
ახლა ვაწესრიგებ მორიგე პერსონალს, რომ განყოფილება არ დავტოვოთ მორიგე ექიმების გარეშე და რაღაცნაირად შევადგინე სია და ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმედია, ექიმები გვეყოლებიან“, – განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.











