ინტერპოლი, ირანის მოთხოვნას ტრამპის დაკავებაში დახმარება გაუწიოს, არ განიხილავს. ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ირანის ხელისუფლების მოთხოვნა ინტერპოლის წესდებას ეწინააღმდეგება.
„ორგანიზაციას მკაცრად ეკრძალება პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური ან რასობრივი ხასიათის რაიმე ჩარევა ან ქმედება განახორციელოს. ამიტომაც, თუ მსგავს მოთხოვნას მივიღებთ, ჩვენი კონსტიტუციისა და წესების თანახმად, ინტერპოლი ამგვარი სახის მოთხოვნას არ განიხილავს“, – აცხადებენ ინტერპოლში.
ცნობისთვის, ირანის ხელისუფლებამ, გენერალი ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო, აშშ-ის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა. ირანი ინტერპოლს მიმართავს ტრამპის დაკავებაში დახმარება გაუწიოს.
თეირანის პროკურორის განცხადებით, ირანი დონალდ ტრამპსა და კიდევ 30 პირს 3 იანვარს გენერალ ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციის ოპერაციის ორგანიზებაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს ერაყში აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.











