fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ინვესტორი უნდა მიხვდეს, რომ საქართველო არ არის ისეთი ქვეყანა, სადაც კანონებს მარტივად შეიძლება აუარო გვერდი – უჩა სეთური „კავკასუს ონლაინის“ შესახებ

19:53 March 24, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
855
ნახვა

აზერბაიჯანელი მოქალაქის და კომპანია „ნექსოლ ჰოლდინგის“ მფლობელის ნასიბ ჰასანოვის მიერ ქართული კანონმდებლობის კიდევ ერთხელ უხეშად დარღვევას, მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაცია საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დემარშად აფასებს. სატელეკომუნიკაციო სფეროს ექსპერტი უჩა სეთური აცხადებს, რომ კანონი პირდაპირ ავალდებულებდა ნასიბ ჰასანოვს, რომ ამ შესყიდვაზე კომუნიკაციების კომისიის წინასწარი თანხმობა მიეღო, რაც აზერბაიჯანის მოქალაქემ არ გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ კანონის მოთხოვნებს იცნობდა.

„ჩვენი აზრით, ეს არის არა მხოლოდ მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ გაკეთებული დემარში, არამედ, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, მე ამას ასე ვუყურებ, ამ შემთხვევაში არის ერთობლივი მოქმედება საჭირო, რომ გამოსავალი მოიძებოს და ინვესტორი მიხვდეს, რომ ეს არ არის ისეთი ქვეყანა, სადაც კანონებს მარტივად შეიძლება გვერდი აუარო და მასზე პასუხისმგებლობა არ  დაგაკისრონ“, – ასე აფასებს სატელეკომუნიკაციო სფეროს ექსპერტი კომისიის თანხმობის გარეშე აზერბაიჯანის მოქალქე ნასიბ ჰასანოვის მიე “კავკასუს ონლაინში” 51% -იანი წილის მორიგ ჯერზე უკანონოდ შეძენას.

უჩა სეთური განმარტავს, რომ კანონი პირდაპირ ავალდებულებს მნიშვნელოვანი წილის შემძენს კომუნიკაციების კომისიისგან თანხმობის მიღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი გარიგება კანონიერად ვერ ჩაითვლება.

„არაორაზროვანი ჩანაწერია კანონში, რომელიც პირდაპირ ავალდებულებს ამ მოცულობის წილის შეძენის შემთხვევაში წინასწარ ნებართვის არსებობას მარეგულირებელი კოლეგიალური ორგანოს მხრიდან. ჩემი  ინფორმაციით, ანალოგიური ჩანაწერი ჩადებულია წილის გასხვისების ხელშეკრულებაში. ეს ინვესტორმა იცოდა და ეს უნდა დაეცვა. თუ მისთვის სულერთია ქართული კანონმდებლობა? მას ოპერირება მოუწევს საქართველოში, ეს კაბელი არის ფიზიკურად საქართველოში და მასზე ვრცელდება ყველა ის რეგულაცია, რომელიც კანონმდებლობაში წერია. მას მოუწევს ამ რეალობაში მუშაობა. ეს არის ევროპული კანონმდებლობა და ეს კანონი მათ შორის, იცავს ბაზრის მსხვილი მოთამაშეების თავნებობისგან მცირე მოთამაშეებს და რაც ყველაზე მთავარია საბოლოო მომხმარებლებს“, – აცხადებს მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი უჩა სეთური.

მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ევროპასთან დამაკავშირებელი ოპტიკურ – ბოჭკოვანი კაბელის გასხვისებით შესაძლოა, საფრთხე შეექმნას ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს, ისევე, როგორც საქართველოს ციფრული ჰაბის მომავალს. მისივე განმარტებით,   აზერბაიჯანული „ნექსოლ ჰოლდინგის“ მიზანია კანონდარღვევით  სწორედ აზერბაიჯანმა აიღოს ლიდერობა  ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში და საქართველო თამაშგარე მდგომარეობაში დატოვოს.

„აზერბაიჯანულმა მხარემ აიღო ლიდერობა ძალიან მნიშვნელოვან ციფრული ჰაბის პროექტში,  შეუთანხმდა ცენტრალური აზიის ქვეყნებს მათ შორის, ყაზახეთთან დადო მემორანდუმები. აქ არსად ჩანს საქართველო. საქართველოს ინტერესი მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ სიმძიმის ცენტრი, რომელიც არის დღეს საქართველოში გადაიტანონ ბაქოში. ამის წინაპირობას ქმნიან. თბილისი კარგავს ინიციატივებს”.

მისი თქმით, დღეს არავინ საუბრობს, მაგრამ დიდი საფრთხე ექმნება GE დომენების ზონას, რომელიც 40 ათასამდე დომენს აერთიანებს და რომელიც ქმნის „ქართულ ინტერნეტს და ინფორმაციულ უსაფრთხოებას.

მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ რადგანაც კომპანიის მფლობელები არ ითვალისწინებენ კანონის მოთხოვნებს რჩება 2 ბერკეტი, ერთი ეს არის „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერება და მეორე მისი აქტივების, მათ შორის, ოპტიკურ – ბოჭკოვანი კაბელის დაყადაღება.

თეგები: უჩა სეთური

დაკავშირებული სტატიები

No Content Available

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია