ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრის შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქვემო ჭალაში ჩავიდა.
ირაკლი ანთაძე უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა და მათ შეხვედრის დეტალები გააცნო.
ოჯახის განცხადებით მიუხედავად იმის რომ გათავისუფლების კონკრეტული ვადები არ დასახელებულა მნიშვნელოვანია რომ მხარეებს პირისპირ შესაძლებლობა აქვთ და გახელაძის გასათავისუფლებლად მუშაობა გრძელდება. დასაფასებელია საერთაშორისო პარტნიორების აქტიურობა და ჩართულობაც ამ საკითხის მოგვარებაში.
25-26 მარტს ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდია ჩანიშნული, ერგნეთში კი მომდევნო შეხვედრა 23 აპრილს გაიმართება და ქართული მხარე ყველა ტრიბუნას გამოიყენებს უკანონო პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.
ზაზა გახელაძის ოჯახს იმედი აქვს რომ სახელმწიფოს ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და ოჯახს მალე დაუბრუნდება.











