fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი ხელწერით, პასუხისმგებლიანი მართვით დავამტკიცეთ

12:05 September 10, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
764
ნახვა

ჩვენ ჩვენი ხელწერით, ჩვენი პასუხისმგებლიანი მართვით დავამტკიცეთ, რომ შეგვწევს უნარი და ძალა, რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ყაზბეგის მერობის კანდიდატის, ბაკურ ავსაჯანიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყაზბეგის მერობის კანდიდატს წარმატებები უსურვა და მოქმედ მერს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს, თქვენ, ყაზბეგელებს წარმოგიდგენთ ჩვენს კანდიდატს, ღირსეულ კანდიდატს, კაცს, რომელიც 8 წლის განმავლობაში ემსახურა ყაზბეგს, თითოეულ ყაზბეგელს, თქვენს უსაფრთხოებას და მჯერა, იგი გააგრძელებს თავისი მშობლიური ყაზბეგის და ყაზბეგელების ღირსეულ მსახურებას. ბატონი ბაკურ ავსაჯანიშვილი – ღირსეული, წესიერი, მზრუნველი კაცი, რომელიც 8 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ყაზბეგს, იყო პოლიციის სამმართველოს უფროსი. როცა მე ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, სწორედ ჩემს დროს დაინიშნა ბატონი ბაკური და ის, რომ 8 წლის განმავლობაში კაცი ერთ თანამდებობაზე უცვლელად მუშაობდა, რა თქმა უნდა, ადასტურებს მის პროფესიონალიზმს, მის მაღალ კვალიფიკაციას და წესიერებას. მინდა, მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის და წარმატება ვუსურვო ახალ ამპლუაში. ასევე მინდა, მოქმედ მერს, ალეკო ზაგაშვილს მადლობა გადავუხადო ასევე ღირსეული სამსახურისთვის, რომელიც მან ამ 4 წლის განმავლობაში გასწია და ემსახურა ყაზბეგს და ყაზბეგელებს. ჩვენ აქტიურად ვემზადებით არჩევნებისთვის. 2 ოქტომბერს საქართველო გაიმარჯვებს, ისევე, როგორც ჩვენ გავიმარჯვეთ 7 არჩევნებში თქვენთან ერთად. რაც მთავარია, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა. ჩვენ ამ 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ, თუნდაც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გზების მშენებლობა, წყალგაყვანილობა, ბაღების მშენებლობა, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, პარკის მოწყობა და ა.შ. მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი. ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლად დავიწყეთ ჩვენი ქვეყნის მართვა, მას შემდეგ ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა. სხვათა შორის ჩვენი ყოფილი მმართველების უგუნურობით, ქვეყანას არნახული ზიანი მიაყენეს და ეს გამოუსწორებელი მემკვიდრეობა ჩვენი გამოსასწორებელია. რაც მთავარია, ჩვენი ხელწერით, ჩვენი პასუხისმგებლიანი მართვით დავამტკიცეთ, რომ შეგვწევს უნარი და ძალა, რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

January 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

January 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

December 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია