fbpx
24/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი დასაქმების პროგრამაზე: ეს იქნება მრავალწლიანი პროგრამა და მათ ექნებათ სტაბილური დასაქმება

23:53 November 23, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
778
ნახვა

თუ გადახედავთ რეგიონებს, ყველა დამეთანხმება, რომ რეალურად, ხელახლა არის ასაშენებელი ძალიან ბევრი რამ, დანგრეულია, გაპარტახებულია რეგიონები, ეს ნანგრევები, ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დასაქმების პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება მრავალწლიანი პროგრამა და მათ ექნებათ სტაბილური დასაქმება, და ეს იქნება სტაბილური და გრძელვადიანი შემოსავალი.

„საქმე არის ულევი და ამ საქმეს ჩვენ ვერ გამოვლევთ – ძალიან ბევრი, მრავალი წლის განმავლობაში. ვფიქრობ, ალბათ, რამდენიმე ათ წლიან პერსპექტივაში, შეიძლება ითქვას, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს აღდგენა სჭირდება. შიში მოეხსნებათ ამ ადამიანებს, კომპლექსი, რომელიც აქვთ, რომ ტელევიზორს ვერ იყიდის ადამიანი და ამ შიშის ქვეშ უნდა იცხოვროს მუდმივად, რომ არ მოეხსნას, ან სხვა დამატებით შემოსავალს რომ ვერ მიიღებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთ-ერთი წამახალისებელი და მთავარი მოტივატორი. მას არა მხოლოდ ეს ხელფასი ექნება ამ გარანტირებული სამუშაოდან და იმ შემწეობის ოდენობის, არამედ, მას შეეძლება, რომ 2-3 სხვა სამსახურიც იშოვოს, მათ შორის, სეზონური, ყოველდღიური სამსახური.

რეალურად, მისი შემოსავალი შეიძლება გაორმაგდეს და გასამმაგდეს. თუ ჩვენ ადამიანები არ მივაჩვიეთ ამ შრომას, არ განვუვითარეთ უნარები, თავად არ დაიჯერეს საკუთარი თავის და საკუთარი უნარების რეალიზება არ მოახდინეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. ეს არის მორევი, ამ მორევიდან თუ არ ამოვედით, თუ რაღაც გარღვევა არ გავაკეთეთ, ძალიან მძიმე სიტუაციაა. სისტემა შეიქმნება, ჩამოყალიბდება, გაიწერება ეს კრიტერიუმები და მოთხოვნები, რაც ყველას მიერ იქნება შესასრულებელი.

თუ ადამიანი გახდება იმდენად წარმატებული, რომ საკუთარ ბიზნეს საქმიანობას წამოიწყებს და აქედანაც, ბუნებრივია, სახელმწიფო აღარ გააგრძელებს ამ ანაზღაურების გადახდას. ჯერ არ ჩამოგვიყალიბებია ეს სისტემა და არ გაგვიწერია კრიტერიუმები, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. მე ახლავე შემიძლია გიპასუხოთ ძალიან მარტივად, ასე წარმომიდგენია და ამ თემაზე მსჯელობა გვქონდა უკვე, ამ შემთხვევაში, ძალიან მარტივად მოხდება – კონკრეტულ მუნიციპალიტეტში იქნება დასაქმების სააგენტოს კონკრეტული წარმომადგენლობა და პირობითად, თქვენ ხართ წარმატებული ბიზნესმენი, ფერმერი და გჭირდება 100 მუშახელი, მიმართავთ ამ კონკრეტულ სააგენტოს და სააგენტო გამოგიგზავნით თქვენ, შესაბამისად, არ მოხდება არც დუბლირება, არც საზოგადოებრივ საქმიანობას არ მოაკლდება ეს ძალა. ვთქვათ პირდაპირ, რომ 300 000 სამუშაო ადგილი და ადამიანი არის ძალიან დიდი ძალა.

ჩვენ ამ ძალას ისე გადავანაწილებთ, ეს არის რეალურად დიდი ჯარი, რომელიც უნდა იმართოს ძალიან ეფექტიანად. მაგალითისთვის ავიღოთ თბილისის მერია, დღეს რომ მიაწოდოთ 10 000 მუშახელი, ადამიანი, გაძლევთ პირობას და გარანტიას, რომ ყველას მაქსიმალურად დაასაქმებს, იმიტომ, რომ იმდენია საქმე ქალაქში, ყველგან. რესურსი ისედაც გვაქვს და ისედაც იხარჯება, სახელმწიფო გასცემს ამ რესურსს ხომ, მაგრამ გასცემს იმისთვის, რომ ადამიანი იჯდეს სახლში და არაფერი არ აკეთოს. იდეა ამაში მდგომარეობს, რომ სახლში ჯდომისთვის კი არ უნდა მივცეთ ადამიანებს ფული, ეს ფული უნდა მივცეთ კონკრეტული საქმიანობისთვის. რაც თქვენ მკითხეთ – ხომ არ მოაკლდება საქმე, თუ გადავა სხვაგან – ამას ყველაფერს იმგვარად დავალაგებთ, რომ ეს იყოს კოორდინირებული და კონტროლის ქვეშ.

პირობითად, რომელიმე სხვა კომპანიას რომ დასჭირდეს დაქირავება, დამატებით, რა თქმა უნდა, ჩაერიცხებათ, მიეცემათ შემოსავალი და სახელმწიფო არ იქნება ამის წინააღმდეგი. მინდა, რომ ეს ყველაფერი, პროცესი იანვრიდან დავიწყოთ. ამ პროცესს, მომზადებას დასჭირდება რამდენიმე თვე, სისტემატიზაციას, დალაგებას, სისტემის აწყობას, ერთ თვეში ამას ვერ დავალაგებთ, მაგრამ ისე უნდა ვიმუშაოთ, რომ გაზაფხული-ზაფხულისთვის ყველაფერი იყოს დალაგებული. 5-6 თვის განმავლობაში ეს სისტემა შეიძლება კარგად გაიმართოს ეფექტური მენეჯმენტის პირობებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

January 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

January 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

December 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია