fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს 420 ოჯახს საზეიმოდ გადავცემთ ბინებს; 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დღემდე 27 000 ოჯახს გადავეცით და დავუკანონეთ ფართები, საცხოვრებელი ბინები, ჩვენს ძვირფას მოსახლეობას, დევნილებს

11:53 September 17, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
765
ნახვა

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 37 მლნ. ლარი დახარჯა იმისთვის, რომ ეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აეშენებინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წყალტუბოში განაცხადა, სადაც 420 დევნილ ოჯახს ახალი ბინის გასაღები გადაეცა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 15 სანატორიუმში, იძულებით გადაადგილებული პირები ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ.

„ყველას მოგესალმებით. დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა და ამ საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობის მიღება. წლების განმავლობაში, წყალტუბოში, 15 სანატორიუმში ჩვენი ძვირფასი დევნილები, იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობდნენ ძალიან მძიმე პირობებში. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 37 მლნ. ლარი დახარჯა იმისთვის, რომ ეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აეშენებინა. დღეს 420 ოჯახს საზეიმოდ გადავცემთ ბინებს. 2020 წელს 100 ოჯახს უკვე გადაეცა ბინები და დღეს უკვე 420 ოჯახს გადავცემთ ამ ძალიან ლამაზ ბინებს.
2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დღემდე 27 000 ოჯახს გადავეცით და დავუკანონეთ ფართები, საცხოვრებელი ბინები, ჩვენს ძვირფას მოსახლეობას, დევნილებს. ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ რაოდენ მძიმე პირობებში უწევდათ ამ ადამიანებს, ამ ოჯახებს ცხოვრება და რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მაგრამ მთავრობამ ღირსეულად უპასუხა და შეუქმნა ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჩვენს იძულებით და დროებით გადაადგილებულ პირებს. რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, მე გილოცავთ ყველას ახალმოსახლეობას, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენი მთავარი მიზანი და ოცნება, რომ დავბრუნდეთ სახლებში, აფხაზეთში და ცხინვალში, არის და იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. კიდევ ერთხელ, მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ მინისტრს, მუნიციპალური განვითარების ფონდს, ვინც ეს არაჩვეულებრივი პროექტი ძალიან მოკლე პერიოდში და ძალიან ხარისხიანად დაასრულა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დევნილები წყალტუბოს სანატორიუმებში მძიმე პირობებში, ნგრევად შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.
მათი განსახლების მიზნით, 560 ოჯახზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. 140 ბინა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს 2020 წელს გადაეცათ, ხოლო 420 დევნილი ოჯახი ახლა განსახლდა.
წყალტუბოში ასობით დევნილი ოჯახი, ყოფილი სანატორიუმების ერთ ოთახში, რამდენიმე კვადრატულ მეტრში, უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა. ბინების გადაცემის შემდგომ კი, მათი განსახლების პრობლემა სრულად გადაიჭრება.
ყველა სანატორიუმი, სადაც დევნილები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, დაიხურება.
წყალტუბოში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების მშენებლობის პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და ჯამში მისი ღირებულება 37 მილიონ ლარს აღემატება.
წყალტუბოში 8 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
560 დევნილი ოჯახი ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ სახლებში იცხოვრებენ.
ოჯახებს საცხოვრებელი ბინები სრული რემონტით ჩაბარდათ. მოეწყო მისასვლელი გზები და პარკირების ადგილები. ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყო გამწვანების ზოლი და ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცე. საცხოვრებელი ბინები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში 8 სახლიდან ორი 2020 წელს უკვე დასრულდა. პროექტი ითვალისწინებდა საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც, რომელიც უკვე დასრულებულია.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

January 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

January 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

December 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია