fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი – ხილული და ნათელია, რომ კოვიდი კლავს ადამიანს და აცრა იცავს სიკვდილისგან

16:51 August 14, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
775
ნახვა

ადამიანებს ჯერ კიდევ არ აქვთ სათანადოდ გაცნობიერებული აღნიშნული რისკი, მაგრამ რისკი არის ძალიან ხილული და ნათელია, რომ კოვიდი კლავს ადამიანს და აცრა იცავს სიკვდილისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეჯოს მერობის კანდიდატის, ავთანდილ გულიკაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უნდა ჩატარდეს კოვიდ-უსაფრთხო არჩევნები და ამის უზრუნველსაყოფად დაიწყო მაჟორიტარი კანდიდატებისა და მერობის კანდიდატების, ასევე კომისიის თითოეული წევრის აცრა.

„ძალიან მოკლედ ვიტყვი პოლიტიკურ ვითარებაზე. მოგეხსენებათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს უნდა ჩავატაროთ მშვიდ და სტაბილურ გარემოში. უნდა შევძლოთ და კოვიდ-უსაფრთხო არჩევნები ჩავატაროთ. დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა, მაქსიმალურად დავიცვათ წესები. ცესკოს ჩვენ შევთავაზეთ და წარმატებით დაიწყო მაჟორიტარი კანდიდატებისა და მერობის კანდიდატების, ასევე კომისიის თითოეული წევრის აცრა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ კოვიდ-უსაფრთხო არჩევნები ჩავატაროთ ჩვენ, ყველამ ერთად.

პანდემია არის სერიოზული ხელს შემშლელი იმ გამოწვევების ფონზე, რაც ქვეყანაში არსებობს და იმ წინსვლის და იმ ტემპების შემაფერხებელი, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. პანდემია არის შემაფერხებელი ჩვენი სწრაფი ეკონომიკური ზრდის. ამისათვის აუცილებელია ვაქცინაციის გაფართოება. ადამიანებს ჯერ კიდევ არ აქვთ სათანადოდ გაცნობიერებული აღნიშნული რისკი, მაგრამ რისკი არის ძალიან ხილული და ნათელია, რომ კოვიდი კლავს ადამიანს და აცრა იცავს სიკვდილისგან. ამ არგუმენტით ვფიქრობთ, რომ ჩვენ ჩვენი თითოეული თანამოქალაქე უნდა დავარწმუნოთ აცრის აუცილებლობაში. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ჩვენ გამოვცადეთ ჩაკეტვაც, მკაცრი სიტყვა „ლოქდაუნიც“, სრული ჩაკეტვაც. არა მხოლოდ ჩვენ, მსოფლომ გამოსცადა. ათასობით ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე, ეკონომიკამ მიიღო უზარმაზარი იანი. მთავრობამ აიღო 3 მლრდ დოლარზე მეტი საგარეო ვალი, რომელიც ჩვენი დ ჩვენი შვილების გადასახდელია. წელს, არა თუ ვალი არ აგვიღია დამატებით, არამედ 1 200 000-ით გავზარდეთ ბიუჯეტი, სულ რაღაც 5 თვის მუშაობის შედეგად. ასე, რომ ამ ტემპს და ამ პოზიტიურ დინამიკას სჭიდება შენარჩუნება. ამის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ დავამარცხებთ პანდემიას. პანდემიის დამარცხება ასე მარტივი არ არს, თუ არ ჩავიტარებთ აცრებს. მინდა ჩვენს მოსახლეობას მივმართო და ვუთხრა, რომ მოლოდინები ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ, რომ ეს პანდემია დასრულდება რამდენიმე თვეში არ წლის ბოლოს. არავინ იცის. ვუსმენთ რა ჩვენს მეცნიერებს და ყველა იმ საუბრებს, რაც მიმდინარეობს, განვითარებული ქვეყნებიდან, ამერიკიდან, ევროპიდან, მოლოდინი იმისა, რომ პანდემია წლის ბოლოს დასრულდება, არ არსებობს. უფრო მეტიც – მეცნიერები საუბრობენ იმის თაობაზე, რომ რამდენიმე წელიწადი შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნული ვითარება. ამიტომ, ადმიანებს მოუწევთ შეგუება პირბადესთან და პანდემიასთან თანაცხოვრება უნდა შევძლოთ ჩვენ. ვინაიდან მეცნიერებმა შექმნეს უნიკალური გამოსავალი ამ სიტუაციაში, როგორიც არის ვაქცინა, ამაზე უარის თქმა, მე ვფიქრობ, არის შეცდომა. შეცდომა, იმიტომ, რომ არავინ იცის, როგორ განვითარდება კოვიდი ამა თუ იმ ადამიანში, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ჩავიტაროთ აცრ, როგორც ჩვენ ვიტარებთ გრიპის აცრას და არაფერი გვემართება, დაახლოებით იგივე ტიპის აცრა არის კოვიდ-საწინააღმდეგო აცრა. მთავარი, რა ხდება, ადამიანი არის დაცული, დაზღვეული სიკვდილისგან. ამიტომ გთხოვთ, რომ ეს ინფორმაცია მივიტანოთ ყველა სოფლელში, რომ დავარწმუნოთ საკუთარი მოქალაქეები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილიპანდემია

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

January 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

January 24, 2022
776
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

December 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია