პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს 25 ივნისს წარუდგენს. პირველი არხის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მოსმენა პარლამენტში საგაზაფხულო სესიის ბოლო დღეს იგეგმება.
პლენარულ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს პირველად წარუდგენს.
ანგარიში მოიცავს ყველა იმ მიმართულებას, რომელიც მთავრობის მიერ ხორციელდება, მათ შორის დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ოთხ საკვანძო მიმართულებაზე. კერძოდ, საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები.











