fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი –  თქვენ დღეს სახეზე გაქვთ ოთხი აღდგენილი სუ-25, რომელიც მოდერნიზებული და აღდგენილია ჩვენი ძალებით

15:45 September 16, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
766
ნახვა

როდესაც დავინიშნე თავდაცვის მინისტრად, პარლამენტში დამტკიცების დღეს განვაცხადე, რომ ჩვენი ძალებით აღვადგენდით და დავიწყებდით სუ-25-ების განახლების პროექტს. თქვენ დღეს სახეზე გაქვთ წარმოდგენილი 4 აღდგენილი სუ-25, რომელიც სრულიად მოდერნიზებული და აღდგენილია ჩვენი ძალებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმო თავდაცვის მინისტრთან ერთად დაათვალიერა და საჩვენებელ ფრენას დაესწრო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელ ამ პროცესს მენეჯმენტი და მართვა თავდაცვის ძლების საავიაციო სარდლობამ გაუკეთა.

„ჩვენ ვიმყოფებოდით 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე, ეს არის ცნობილი ისტორიული ქარხანა, რომელმაც ათასამდე სუ-25 აწარმოა და გამოუშვა წლების განმავლობაში. მე როდესაც დავინიშნე თავდაცვის მინისტრად, პარლამენტში დამტკიცების დღეს განვაცხადე, რომ ჩვენი ძალებით აღვადგენდით და დავიწყებდით სუ-25-ების განახლების პროექტს. თქვენ დღეს სახეზე გაქვთ წარმოდგენილი 4 აღდგენილი სუ-25, რომელიც სრულიად მოდერნიზებული და აღდგენილია ჩვენი ძალებით. ასევე ჩვენ ახალი ანგარი გავაკეთეთ, სადაც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. მე მინდა მადლობა გადავუხადო 31-ე ქარხანას, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს მენეჯმენტში წამოვიღეთ და ჩვენ ვმართავდით მთლიანად ამ პროცესს და „დელტას“ მენეჯმენტის ქვეშ არის მთლიანად ეს აღდგენითი სამუშაოები. მთელ ამ პროცესს მენეჯმენტი და მართვა თავდაცვის ძლების საავიაციო სარდლობამ გაუკეთა. მე მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, მინისტრ ბურჭულაძიდან დაწყებული, ასევე საავიაციო სარდლობას, თავდაცვის ძალების მეთაურს, „დელტა მენეჯმენტს“ და თბილავიამშენს. ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში.

წლის ბოლომდე, 6 აღდგენილი სუ-25 გვეყოლება. თქვენ ასევე დაათვალიერეთ მი-24-ების აღდგენითი სამუშაოების აქტიური პროცესი. ჩვენ ინტენსიურად დავიწყებთ ამ ვერტმფრენების გამოშვებას. გარდა ამისა, 4 ამერიკული ვერტმფრენი უკვე გავაგზავნეთ ამერიკაში და ჩვენი ავიაციის სარდლობის წარმომადგენლები თავად ადგილზე არიან და აკვირდებიან აღდგენით სამუშაოებს და ძალიან მალე, რამდენიმე თვეში 4 ამერიკული აღდგენილი ვერტმფრენი ჩამოგვივა და მთლიანად მოხდება მთელი საავიაციო პარკის განახლება და აღდგენა.

ეს არის ძალიან დიდი მოტივაცია ჩვენი გმირი მფრინავებისთვის, ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდებოდნენ საფრენი აპარატების აღდგენას. წლების განმავლობაში ეს პროექტი გაჩერებული იყო. მე მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ეს შევძელით. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე საფრენი აპარატების ახალ საამწყობრო საწარმოში თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების ქართველი სპეციალისტების მიერ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად აღდგენა და გარემონტდება ხდება.

სუ-25 ტიპის მოიერიშე სრულად აღიჭურვა თანამედროვე რადიოელექტრონული სანავიგაციო სისტემით.

ავიაციის განვითარების პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო. საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული სუ-25 ტიპის თვითმფრინავები საავიაციო ქარხანაში მოთავსდა და სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენი“ საფრენი აპარატების კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს.

ამ დროისთვის უკვე დასრულებულია 4 ერთეული სუ-25 – ის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება. პარალელურად მიმდინარეობს მი-24 ტიპის შვეულმფრენის რემონტი, რომლის სატესტო ფრენა უახლოეს მომავალში იგეგმება. აქტიურად მიმდინარეობს UH-1-ების აღდგენის პროცესიც. სრულად დასრულდა ოთხი ერთეული AN-2 ტიპის თვითმფრინავების კაპიტალური რემონტი. საფრენი აპარატები გადაყვნილია შერეული საავიაციო ესკადრელიის ბაზაზე და აქტიურად მიმდინარეობს მათი ექსპლუატაცია სხვადასხვა დავალების შესასრულებლად.

საავიაციო პარკის განახლების პროცესში „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პარალელურად, პროექტი პირადი შემადგენლობის მომზადებასა და გადამზადებას, ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.

პროექტი მიზნად საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო ქვედანაყოფების გაძლიერებასა და განვითარებას ისახავს.

მოდერნიზებულ-სუ-25 ტიპის შევულმფენების შესაძლებლობები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პირადად გამოსცადეს.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

January 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

January 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

December 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია