fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი –  ვიცით, რომ მთავარი გამოწვევაა უმუშევრობა, გაჭირვება, სიღარიბე

15:33 September 10, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
761
ნახვა

ჩვენ, ყველამ ერთად, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მოყოლებული, 7 არჩევნებში გავიმარჯვეთ და ახლაც, მე-8 არჩევნებში გავიმარჯვებთ დამაჯერებლად, რადგან ჩვენს გუნდს ალტერნატივა არ ჰყავს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა თავისი პასუხისმგებლიანი საქმით დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი და ძალა, რომ მართოს ქვეყანა და აიღოს პასუხისმგებლობა მოსახლეობის დაცვასა და უსაფრთხოებაზე.

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ შთამბეჭდავია ის საქმე, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ძალიან ბევრი გამოწვევაა ჩვენი ხალხის წინაშე. კარგად ვიცით, რომ მთავარი გამოწვევაა უმუშევრობა, გაჭირვება, სიღარიბე. სწორედ ამიტომაც, ყველას მთავარი საქმე და საზრუნავი, იქნება ეს ცენტრალური მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლება, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა იყოს კონცენტრირებული. ბოლო წლებში ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი დავაფინანსეთ, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, განათლების მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯები, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, 170-ზე მეტი ახალი სკოლა აშენდე, 250 რეაბილიტირდა, ბაღების მშენებლობა, ასობით ახალი საბავშვო ბაღის აშენება, აღდგენა-რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურა, გზების, ხიდების მშენებლობა, ყველა მუნიციპალიტეტში გზებს ჩავუტარეთ რეაბილიტაცია, ჯამში 10 ათასი კმ გზის რეაბილიტაცია-აღდგენა მოხდა ბოლო 8-9 წლის განმავლობაში. ამას გარდა, ძალიან აქტიურად ვახორციელებთ ძალიან მასშტაბურ, საუკუნის პროექტებს, როგორიც არის რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე ძალიან შთამბეჭდავი პროექტები, ახლა ვიმყოფებოდით ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს ყველაფერი მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახება, თუმცა გამოწვევად რჩება უმუშევრობა და სიღარიბე, რომელიც ქვეყნის მთავარი პრობლემაა.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ უმუშევრობა და სიღარიბე არ დამდგარა გუშინ და გუშინწინ. ეს არის სწორედ იმ უგუნური, არასწორი პოლიტიკის შედეგი, რომელიც ჩვენმა წინა ხელისუფლებებმა, უგუნურმა მმართველებმა მოიტანეს ჩვენს ქვეყანაში. მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა, დაკარგეს სამუშაო ადგილები. ათასობით და ასი ათასობით მოქალაქემ დაკარგა სამუშაო ადგილი მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და ბევრი რამ არასწორი მიმართულებით განვითარდა, გვქონდა ძალიან ბევრი შიდა არეულობა, ომი, კონფლიქტები და ა.შ.“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

January 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

January 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

December 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია