fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი – ვმუშაობთ მილიონი დოზა „სინოფარმის“ და 2 მილიონი დოზა „ფაიზერის“ შემოტანაზე

17:40 September 5, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
798
ნახვა

ჩვენ კარგად გვესმის, რომ გამოწვევები სახეზეა; ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ახლა არის ეპიდემია. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე კვირაა, ჩვენ ლოკალური შეზღუდვები დავაწესეთ იმისთვის, რომ სიტუაცია დავასტაბილუროთ, დავამშვიდოთ და ხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში ტენდენციას, რომელიც გამოიკვეთა და ნიშნები უკვე ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ამბროლაურის მერობის კანდიდატის, ზვიად მხეიძის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობის ამოცანაა, სიტუაცია მარფთვადი იყოს და არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ზრუნვის გარეშე.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიტუაცია იყოს მართული და ჩვენი არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ზრუნვის და მკურნალობის გარეშე. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საკმარისზე მეტი რაოდენობის ვაქცინები შემოგვეტანა. 3 მილიონზე მეტი ვაქცინა შემოვიტანეთ, დღეს ქვეყანაში არის მილიონი დოზა „ფაიზერი“, დაახლოებით მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა „სინოვაკი“ და ჩემი დავალებით ვმუშაობთ მილიონი დოზა „სინოფარმის“ და 2 მილიონი დოზა „ფაიზერის“ შემოტანაზე, რომელიც აუცილებლად გამოგვადგება შემდგომი თვეების განმავლობაში. რა თქმა უნდა, გამოსავალი ამ სიტუაციაში არის აცრები და მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისაკენ“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა, რასაც კონკრეტული შედეგებიც მოჰყვა.
„ჩვენს თანმიმდევრულ, ეტაპობრივ ეკონომიკის გახსნას მყისიერი შედეგიც მოჰყვა. გვქონდა უ-პრეცედენტი ეკონომიკური ზრდა და ქვეყანას აქვს 12%-იანი ზრდა პირველი 7 თვის განმავლობაში. აპრილში გვქონდა 45%-იანი ზრდა, მაისში – 25%-იანი, ივნისში – 18%-იანი, ივლისში – თითქმის 10%-იანი. რა თქმა უნდა, ამ ტენდენციას და ამ პროცესს სჭირდება შენარჩუნება. ასევე, ამ განვითარებას სჭირება მშვიდობა და სტაბილურობაც“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

January 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

January 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

December 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია