თავდაცვის მინისტრამა, ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირდა.
„ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან სტაბილურ განვითარებას, ვინაიდან ჩვენ ვიცით ომების მძიმე ფასი, ჩვენ კარგად გვესმის როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობას ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად ჩვენი განვითარებისთვის, ჩვენი სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ იქნას უზრუნველყოფილი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება
ჩვენი სახელმწიფო იმაზე ძლიერია, ვიდრე თუნდაც 4 ან 8 წლის წინ იყო. ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი კამპანია იყო წარმართული მიუხედავად ჩვენი ოპონენტების არაერთგზის მცდელობისა, რომ მოხდარიყო საარჩევნო ფონის გაუარესება. ეს ვერ იქნა მიღწეული და ვერც იქნება ვერაფერი მიღწეული, რაც არის მათი მხრიდან ჩაფიქრებული“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს, თუმცა წინასწარი გამოკითხვებით, ლიდერობს მმართველი პარტია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.
თუ „ქართულმა ოცნებამ“ დღევანდელი არჩევნებიც უმრავლესობით მოიგო, ქვეყნის ისტორიაში ის გახდება პირველი მმართველი ძალა, რომელიც მესამე ვადით აირჩიეს.











