„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრაზე, რომელიც კრისტიან დანიელსონის შუამავლობით გაიმართა, ოპოზიციის ორი მხარე იყო წარმოდგენილი.
„იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია ინარჩუნებს ორ ულტიმატუმს (არჩევნები და გიორგი რურუას საქმე), არ ვიცი რამდენად არის შესაძლებელი შესაბამის პარტიებთან დიალოგის გაგრძელების რესურსი. იქ იყო ოპოზიციის ორი მხარე. ერთი იყო რადიკალური და ხისტი – „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ლელო საქართველოსთვის“. დანარჩენთან მოლაპარაკების გაგრძელება შესაძლებელია.
შეგახსენებთ, რომ „ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის თითქმის 7 საათიანი შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
როგორი იქნება შარლ მიშელის შემდგომი ნაბიჯები, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დანიელსონი მას მოლაპარაკებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გააცნობს.











