იყო საინტერესო პროცესი, იყო ბევრი წინსვლა, თუმცა სამწუხაროდ გამართლდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, როგორც ჩანს ოპოზიციისთვის იყო თვითმიზანი, შეთანხმების არმიღწევა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დაყენებული იყო კონკრეტული ულტიმატუმები, მათ შორის ისეთი, რომელიც ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას. ბუნებრივია ასეთი ულტიმატუმები აბსოლუტურად მიუღებელია. გამოჩნდა, რომ ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლა თვითმიზანი იყო“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.











