„ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც საარჩევნო შედეგებით პირველი ოპოზიციური პარტიაა, დღემდე შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს. ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტი, ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს. ესენი საუბრობენ სანქციებზე?! სანქციებს დაელოდოს ოპოზიცია! “, – ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს!”,- ეს განცხადება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
“როცა პარტია ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს და ამ დოკუმენტზე დაყრდნობით რაღაც სანქციებზე გესაუბრება, ეს არის ღიმილის მომგვრელი. ჩვენ ამ ტექსტისა და სულისკვეთების შესაბამისად, ზედმიწევნით ვმოქმედებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.











