„ჩვენი ვარაუდია, რომ უკვე თებერვალ-მარტში პარლამენტი არ იქნება არც ერთპარტიული, არც ორპარტიული, არც სამპარტიული. იქნება სამზე მეტი“, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მისი თქმით, სესიის დაწყების შემდეგ იქნება სიახლეები.
„შემიძლია გითხრათ, რომ პარტიების უმრავლესობასთან სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია შედგა. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებაც ეს იყო, რომ მათ გარეშეც გვქონოდა კომუნიკაცია და ეს კომუნიკაცია შედგა ამ პარტიების უმრავლესობასთან, უმრავლესობა არის მინიმუმ ხუთი რვიდან. მე დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენი გუნდის სხვადასხვა წევრი, 3-4-ზე მეტი წევრი იყო ჩართული ასეთი ტიპის კომუნიკაციაში მინიმუმ 5 პარტიასთან. ბუნებრივია, მეც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართული ვიყავი მთლიანად ამ პროცესში, მათ შორის კომუნიკაციის ამ ნაწილში. ეს შემიძლია დაგიდასტუროთ და ეს არ ეხებოდა 2 და 3 პარტიას, მეტთან მქონდა პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩართულობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.











