ირაკლი კობახიძეს სავსე და ცარიელი ხელები რომ არ ეხსენებინა, ოპოზიციას რა ეშველებოდა?! მესიჯბოქსი რაზე უნდა ჩამოეკიდებინათ? – ეს განცხადება დღეს ჟურნალისტებთან ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
“საუბარია იმ რეფორმებზე, რომლის განხორციელებაც მიდის. როცა ჩვენ თამამი განცხადება გავაკეთეთ, რომ 2024 წელს განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე, ამას საფუძვლად სჭირდება არა მხოლოდ დემოკრატიული ხარისხის განვითარება, არამედ შესაბამისი პირობების შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ასეთი განაცხადის გაკეთების. ეს არის მთავარი, რაზეც ღარიბაშვილი ისაუბრებს. ასევე იმ საკითხებზეც, რაც ჩვენი მხრიდან წარდგენილია მოლაპარაკებების პროცესში და სამწუხაროდ, ჩვენი მხრიდან ვერ ხმოვანდება, რადგან პირობებს ვიცავთ”, – განაცხადა მდინარაძემ.











