„გამარჯვებულმა საქართველომ“ სამ საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ხულოს, შუახევის, ქედასა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ შანიძე იქნება, ხაშურსა და ქარელში – გურამ ჩალაგაშვილი, ხოლო ბათუმში – იზა სურმანიძე.
როგორც ირაკლი ოქრუაშვილიმა განცხადა, ხაშურის ოლქში „ევროპულ საქართველოსთან“ საერთო კანდიდატების მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ, სადაც „ევროპული საქართველო“ გურამ ჩალაგაშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს, ამის საპასუხოდ კი, „გამარჯვებული საქართველო“ ,,ევროპული საქართველოს“ კანდიდატს გურიაში – ხათუნა გოგორიშვილს.











