ირანში კორონავირუსის ადგილობრივი ვაქცინის, COVIRAN Bereket-ის სერიული წარმოება დაიწყო. ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ირანული ვაქცინა, რომელიც კვლევის მესამე ფაზაშია, მოხალისეებმა უკვე გაიკეთეს.
სექტემბრისთვის ადგილობრივი ვაქცინის 30 მილიონზე მეტი დოზის წარმოებაა დაგეგმილი, მათ შორის 1 მილიონი დოზა უკვე მაისში იქნება მზად.
თეირანში იმედოვნებენ, რომ ვაქცინაციის პრობლემა ქვეყანაში მალე გადაიჭრება.
ირანმა საკუთარი ვაქცინა ადამიანებზე 2020 წლის 29 დეკემბერს გამოსცადა.











