„ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი რეგიონულ ომად არ იქცეს“,- ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი რეგიონალურ ომად არ იქცეს. მშვიდობა ჩვენი მუშაობის საფუძველია და იმედი გვაქვს, რეგიონში სტაბილურობას მშვიდობიანი გზით აღვადგენთ.
ირანი არ დაუშვებს, სახელმწიფოებმა, სხვადასხვა საბაბით, ტერორისტები გაგზავნონ ჩვენი საზღვრებისკენ“,- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ტერორისტული ორგანიზაციების ათასობით მებრძოლი გაემართა.











