„პატრიოტთა ალიანსი” ივნისში მასშტაბურ აქციას გეგმავს. ამის შესახენ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეული ძალები საქართველოს ეკლესიის და კათოლიკოს-პატრიარქი წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებენ.
„მივმართავ ჩვენი პარტიის მხარდამჭერებს, მთელ ქართველ ერს, მართლმადიდებელ და მუსლუმან ჩვენს მოქალაქეებს, უნდა მოვემზადოთ ივნისში დიდი აქციისთვის პატრიარქის დასაცავად”, – ამბობს ირმა ინაშვილი.











