ის, რაც ალეკოს მოსწონს, არის ჩემთვისაც მოსაწონი, მაგრამ შემადგენელი კომპონენტი იმის რისთვისაც მე ვიბრძვი და ამ ბრძოლაში მე მჭირდება სხვა პოლიტიკური პარტიებიც, – ასე გამოეხმაურა “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმის შემთხვევაში ის პარლამენტში შევა.
“ჩვენ მივილტვით იქითკენ, რომ შესრულდეს 20 ივნისის მოთხოვნები. 20 ივნისის მოთხოვნები მდგომარეობდა შემდეგში, რომ ამ ქვეყანაში ამიერიდან იყოს ნებისმიერ დონეზე, პარლამენტშიც, ადგილობრივ არჩევნებზეც პროპორციული, ბუნებრივი ბარიერიანი არჩევნები. რაც საშუალებას არავის აღარ მისცემდა დაეყენებინა ის მდგომარეობა, რაც დადგა 31 ოქტომბერს. მაგალითად ალეკოსთვის თუ ცესკოს რეფორმირება უკვე საკმარისია, ჩემთვის ეს არის ინსტრუმენტი იმ მიზნის მისაღწევად, რაც მე მჭირდება. ანუ ის, რაც ალეკოს მოსწონს, არის ჩემთვისაც მოსაწონი, მაგრამ შემადგენელი კომპონენტი იმის რისთვისაც მე ვიბრძვი და ამ ბრძოლაში მე მჭირდება სხვა პოლიტიკური პარტიებიც, გარდა ალეკოსი და ამ ბრძოლაში მე მჭირდება “ნაციონალური მოძრაობაც” კი. ანუ, ეს უნდა იყოს დისკუსიის, მსჯელობის შედეგად შემდგარი კონსენსუსი და არა ერთმანეთისთვის დედისტრაკის გინება. ანუ, რეალურად ახლა გვაქვს პრობლემა იმაში, კაციშვილმა არ იცის, ვინ რატომ აგინებს ერთმანეთს დედას,” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
თუ ხელში მეჭირება დოკუმენტი, გაწიკწიკებული საარჩევო წესები, პარლამენტში შევალ – ალეკო ელისაშვილი










