მინდა სოზარ საუბარზე ვისაუბრო, რადგან გუშინ არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა მის განცხადებას. – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ის რაზეც სოზარ სუბარი საუბრობს, ეს იყო ჩემი საარჩევნო დაპირება 2017 წელს და ამ საარჩევნო დაპირებას ვასრულებთ და მომავალშიც მივყვებით ბოლომდე. ეს არის იმ სახლების დაკანონება, სადაც ადამიანები ათეული წლებია ცხოვრობენ და ვერ ახორციელებდნენ დაკანონებას“,- განაცხადა კახა კალაძემ.











